Iverioni
«    ივლისი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
20-12-2012, 18:02
ნანახია: 1093

მოყვარულ სტუდენტთა ფესტივალი

მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია "ნიღაბი 2012" დასრულდა. ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მთავარი მიზანი შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, გამოცდილების გაზიარება, ხელოვნების პროპაგანდა და სტუდენტური ცხოვრების გალამაზება იყო. 

 

ფესტივალის დახურვის ცერემონია ორიგინალური და თეატრალური იყო. ორგანიზატორების ინიციატივით, თითოეული უნივერსიტეტის თეატრალური დასიდან თითო სტუდენტი აირჩიეს, რომლებმაც ერთობლივად წარმოადგინეს თეატრალური ნომერი.

 

ფესტივალის ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: თამუნა ნიკოლაძე, კახა მიქიაშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, გოგი თოდაძე, ვანო ხუციშვილი, სამინისტროს წარმომადგენელი პირი სალომე ბეშკენაძე, ნიკა წულუკიძე, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ირაკლი ხაბურზანია.

ფესტივალის ფარგლებში 9 სხვადასხვა ნომინაციაში  გამარჯვებულები გამოვლინდნენ: 

 

1.სოფო ღონღაძე _ ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი  (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);

2.გიგა გეგუჩაძე _ მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი  (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

3.ანი ხოტელაშვილი _ ქალის კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებელი (კავკასიის უნივერსიტეტი);

4მიხეილ კოხოძე _ მამაკაცის კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებელი (გრ.რობაქიძის უნივერსიტეტი. ალმა-მატერი);

5. თამარ ბადურაშვილი _ ქალის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებელი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);

6.ბაკურ ჟვანია _ კაცის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებელი     (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

7.ქეთევან ოქრიაშვილი _ ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი         (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

8.რევაზ ჩხაიძე _ მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი            (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);

9.ვახტანგ ძიგავა _ ფესტივალის აღმოჩენა                                             (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი).

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რჩეული გახდა სანდრო შენგელია (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი).

 

რეჟისორმა ვანო ხუციშვილმა სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა 9 გამარჯვებულს. 2013 წლის სექტემბერში იგი დადგამს სპექტაკლს, სადაც მონაწილეობას მიიღებს 9 გამარჯვებული სტუდენტი და ასევე დაიმატა ერთი სტუდენტი, რომელიც მისი რჩეული იყო – ლუკა ქიქავა (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი).