ქართული თაფლი ევროპაში გავა

ქართული თაფლი  ევროპაში გავა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და  MS Company-ს ორგანიზებით, მცხეთაში თაფლის ფესტივალი გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე ესწრებოდა.

ფესტივალის ფარგლებში, თაფლის გამოფენა-გაყიდვა და დეგუსტაცია მოეწყო. მომხმარებელს თაფლის მწარმოებელმა კერძო ფერმერებმა  და სხვადასხვა ეპარქიის მონასტრებმა საკუთარი პროდუქცია შესთავაზეს. 

„ახალი ბიუჯეტის მიხედვით, სოფლის მეურნეობის განვითარების  ერთ-ერთი მთავარი მიმართულება  მეფუტკრეობისა და  თაფლის წარმოების ხელშეწყობა და გაფართოება იქნება. 2013 წელს შევძლებთ შევქმნათ სერტიფიცირებული ლაბორატორია, რაც საშუალებას მოგვცემს აღნიშნული პროდუქტი ევროპაში გავიტანოთ“, - განაცხადა დავით შერვაშიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: