კათოლიკურ სამყაროს ბიძინა ივანიშვილი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

კათოლიკურ სამყაროს ბიძინა ივანიშვილი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კათოლიკურ სამყაროს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

ამის შესახებ პრემიერის აპარატმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:

"დღეს მსოფლიოს ქრისტიანული სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს. მილიონობით  ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი დღეა. ეს არის მაცხოვრის დაბადების, ახალი ერის დაწყების დღე – ამ დღემ მთლიანად შეცვალა კაცობრიობის ისტორია, შეცვალა ადამიანი, მისი აზროვნება, ცხოვრების წესი, დამოკიდებულება სამყაროსადმი, სიცოცხლისადმი, მოყვასისადმი, ამან მისცა დასაბამი ევროპულ ცივილიზაციას. დღევანდელი დღე მინდა, მივულოცო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს,  ყველას, ვინც დღეს – 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის დღესასწაულს. მინდა, გისურვოთ ბედნიერი მომავალი,  სიხარული,  წარმატება და კეთილდღეობა. მრავალი  შობა გეზეიმოთ  მშვიდობიან და  ერთიან საქართველოში", - წერია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: