მიანმარის რესპუბლიკაში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

მიანმარის რესპუბლიკაში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

მიანმარის რესპუბლიკაში, აეროპორტიდან არც ისე შორს,  სამგაზვრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. ავიაკატასტროფის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას  „Mizzima News“  ავრცელებს.


თვითმფრინავი „Fokker 100“ ავიაკომპანია „Air Bagan-ს“ ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე დაახლოებით, 65 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც 51 მათგანი უცხოელი ტურისტია.


გავრცელებული ინფორმაციით, გაჩენილი ხანძრის შედეგად, ერთ-ერთმა პილოტმა განიზრახა, თვითმფრინავი აეროპორტიდან 3 კილომეტრის დაშორებით დაესვა. თვითმფრინავის მიწაზე დაშვების შემდეგ ცეცხლი მთელ ფართობზე გავრცელდა. მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია დროულად მოხერხდა. თვითმფრინავის სალონში 11 წლის გარდაცვლილი ბავშვი იპოვეს.


კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მოტოციკლით აეროპორტის გზაზე მოძრაობდა,  თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად გამოსროლილ ნამსხვრევებში მოჰყვა და დაიღუპა.
11 დაშავებული ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქედან 4 უცხოელი ტურისტია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: