NDI -ს მიხედვით, რეგისტრაციის ადგილზე მხოლოდ 80% ცხოვრობს

NDI -ს მიხედვით, რეგისტრაციის ადგილზე მხოლოდ 80% ცხოვრობს

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ საქართველოს მასშტაბით გამოკითხულთაგან, რეგისტრაციის ადგილზე მხოლოდ 80% ცხოვრობს.

NDI რესპონდენტთა 5% ამბობს, რომ 2012 წლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სამუშაო ადგილების კუთხით ვითარება გაუმჯობესდა, 63% თვლის, რომ არ შეცვლილა, 29 %-სთვის გაუარესდა, ხოლო 4%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.  მოსახლეობისთვის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ყველაზე მეტად ვითარება კრიმინალისა და ფასების ზრდის კუთხით გაუარესდა. გაუმჯობესებას კი რესპონდენტები, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის, პენსიების, სიტყვის თავისუფლებისა და არჩევნების სამართლიანობის კუთხით ხედავენ.

კვლევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) მიმდინარე წლის 26 მარტიდან 18 აპრილის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობას შორის ჩაატარა. მასში მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის საგარეო ურთიერთობების, დემოკრატიისა და რეფორმების მიმართ, საზოგადოების დამოკიდებულებაა ასახული. 

 

მირანდა ჭარხალაშვილი 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: