ჯონდი ბაღათურია:-"მზადდება საპარლამენტო გადატრიალება"

ჯონდი ბაღათურია:-"მზადდება საპარლამენტო გადატრიალება"

   "ქართული დასის"ლიდერის ჯონდი ბარათურიას განცხადებით, "რუსთავი 2-მა" ფარული ჩანაწერების გავრცელებით ფარდა ახადა "ქართული ოცნების" ერთ ნაწილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის" არსებულ გარიგებას.

   _"ამ გარიგებაში ჩართულია "რესპუბლიკური პარტიის" დიდი ნაწილი, "თავისუფალი დემოკრატების" გარკვეული ნაწილი და "ნაციონალური მოძრაობა".  პროცესში  მართავენ ძალები ქვეყნის გარედან. "რუსთავი 2 -ის" მიერ გამოქვეყნებული მასალები თუ დადასტურდა, რომ ხელისუფლების მოპოვებულია, ეს მთავრობის იმპიჩმენტის საფუძველია. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული მასალები ინტრიგების დონეზე სალაპარაკო ლოკალური მოვლენა არაა: მზადდება საპარლამენტო გადატრიალება, რომლის სათავეში დგას "რესპუბლიკური პარტია", "ნაციონალური მოძრაობა" და ქვეყნის გარე ძალები. რამდენადაც ჩემთვის მისახვედრია, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაც უკვე შერჩეული ჰყავთ და ამ კანდიდატურის ღია, აშკარა ლობირება ხდება. ამ კვირიდან მე ველოდები, რომ იმპიჩმენტზე ლაპარაკი პარლამენტში დაიწყება. თუ დადასტურდა, რომ მაღალჩინოსნებს მთავრობა უსმენდა, ეს მართლაც გახდება იმპიჩმენტის საფუძველი, თუ, რა თქმა უნდა, სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა ამ მოსმენებს. მაგრამ ძნელი აიხსნას პარლამენტის თავმჯდომარის მოსმენა", - განაცხადა ბაღათურიამ.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: