"სიკვდილს ვნატრობ და ისიც ვერ იცლის ჩემთვის!"

"სიკვდილს ვნატრობ და ისიც ვერ იცლის ჩემთვის!"

  "ივერიონის" ქუთაისის ბიუროს 78 წლის  ქალბატონი, ლამარა სამსონია დაუკავშირდა და მისი მონაყოლის გავრცელებაში დახმარება ითხოვა.

   -"სხვა გზა აღარ დამრჩა, საჯაროდ უნდა მივმართო ახლა უკვე კანდიდატ შოთა მურღულიას, თორემ უამრავი მიმართვის მერე, ისე გავიდა შვებულებაში, ჩემი განცხადებისთვის ვერასდროს მოიცალა.  ვარ  1 ჯგუფის ინვალიდი,  "ონკოლოგიური  ავადმყოფი",  სოციალურად დაუცველი , ჯანმრთელობის გარდა სხვა ბევრი პრობლემაც მაქვს, ვარ იპოთეკით  დაზარალებული,  საცხოვრებელ ფართში  ვცხოვრობ მე და ჩემი ინვალიდი დისშვილი, ვარ გაუსაძლის პირობებში, არ მაქვს წყალი,  გაზი, არ მაქვს ტუალეტი, რომლის გარეშეც ალბათ ვერც ერთი თქვენთაგანი გაჩერდებით, ასევე აღნიშნულ ფართში მყავს ჩაწერილი  ჩემი დისშვილისშვილი, რომელიც ამ მდგომარეობის გამო ვერ მომყავს ოჯახში და ვერ ვუვლი, ამის გამო სხვასთან მყავს დატოვებული. ესა  სიკეთეს რომ მპირდებოდნენ? ვარ კატასტროფიულ მდგომარეობაში,  ტუალეტი რომ არ გექნება, ამის მერე რაღა  ვილაპარაკო! ესაა სიცოცხლე? სიკვდილს ვნატრობ და ისიც ვერ იცლის ჩემთვის!

გთხოვთ გაავრცელეთ ეს განცხადება, იქნებ ახლა მაინც დაინტერესდეს ვინმე და ისე მაინც მოგვიკითხონ, კიდევ ცოცხლები ვართ თუ არა.

   "ივერიონი" უახლოეს ხანებში შესაბამის სამსახურს მიმართავს და აღნიშნილ განცხადებასაც მიაწოდებს.

დავით ცხვარაძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: