უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად სააკაშვილი თუ ბენდუქიძე?

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად სააკაშვილი თუ ბენდუქიძე?

,,უკრაინას ჰყავს ახალი პრეზიდენტი, კიევს - ახალი მერი. უკრაინის საზოგადოებასა და ხელისუფლებას ესმის, რომ თუ უკრაინამ სწრაფი ცვლილებები არ განახორციელა, ქვეყანას ძალიან გაუჭირდება.

 ჩვენ აქ ვრჩებით, უკრაინაში, და ვაკეთებთ იმ საქმეს, რასაც ვაკეთებდით საქართველოში. აქ დღეს ხდება ის, რაც ხდებოდა საქართველოში 2003 წლამდე. ჩვენი გამოცდილება - იუსტიციის სახლების მშენებლობა, ბიზნესის განვითარების ხელშწყობა, ლიცენზირების სისტემა და სხვა  ახლა აქ უნდა გავუზიაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. დღეს მიხეილ სააკაშვილთან ერთად შევხვდით პრეზიდენტს და  ფაქტობრივად,  უკვე ჩავერთეთ უკრაინის განვითარების რეფორმებში.უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი სააკაშვილი იქნება თუ ბენდუქიძე,  ამას თავად პრეზიდენტი გადაწყვეტს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.                        

,             

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: