კახა კალაძე: ხელისუფლებას არანაირი საჭიროება არ აქვს, რომ არჩევნები გააყალბოს!

კახა კალაძე: ხელისუფლებას არანაირი საჭიროება არ აქვს, რომ არჩევნები გააყალბოს!

კოალიცია „ქართული ოცნების“ სარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე საპარლამენტო ოპოზიციის ბრალდებას, რომ ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება, სასაცილოს უწოდებს.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის პრინციპულია, რომ ეს არჩევნები სამართლიანად და მშვიდად ჩატარდეს.

„პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ხელისუფლებას არანაირი საჭიროება არ აქვს, რომ არჩევნები გააყალბოს. ხშირად ტარდება გამოკვლევები და ვის რა რეიტინგები, რა შესაძლებლობები აქვს, ეს ძალიან კარგად იცის ყველამ, მათ შორის,“ნაციონალურმა მოძრაობამაც“. სასაცილოა იმ პოლიტიკური ძალისგან მსგავსი შინაარსის განცხადებების მოსმენა, იმ ადამიანებისგან, რომლებიც 9 წლის განმავლობაში, გავხსოვს როგორ მართვდნენ ქვეყანას“,- განაცხადა კალაძემ

მირანდა ჭარხალაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: