ვიქტორ დოლიძე:-"დღეიდან უნდა დავიწყოთ რეალური საქმის კეთება"

ვიქტორ დოლიძე:-"დღეიდან უნდა დავიწყოთ რეალური საქმის კეთება"

   -"დღეიდან საქართველოში დაიწყება ძალიან სერიოზული პერიოდი, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და რეფორმების განხორციელება, რადგანაც მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მისი განორციელების გარეშე აზრს კარგავს"-ასე აფასებს დღევანდელი დღის მნიშვნელობას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე და უკეთეს მომავალზე გაამახვილა ყურადღება:

   -"დღეიდან უნდა დავიწყოთ რეალური საქმის კეთება და რეფორმების გატარება ყველა სექტორში, დაწყებული სოფლის მეურნეობით, დამთავრებული ინსიტუტების მშენებლობით. ეს მოიტანს სიკეთეს ძალიან ბევრ ოჯახში. ეს იქნება რეფორმების ქსელი, რომელიც გლეხიდან დაწყებული, მასწავლებლით დამთავრებული, ყველას მისცემს საშუალებას, განახორციელონ ტრანსფორმაცია. ეს მისცემს გლეხს იმის საშუალებას, რომ აწარმოოს ხარისხიანი პროდუქცია და ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე გაუშვას. ეს საშუალებას მისცემს ჯანდაცვის სისტემას, იყოს უკეთესი, სადაზღვევო სისტემა იყოს უფრო მოწყობილი. ეს მეტ ინვესტიციას შემოიტანს ქვეყანაში, შემოიტანს მეტ დოვლათს ოჯახებში".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: