არჩილ ჭყოიძე:-"აფხაზებისა და ოსებითვის საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში მიუღებელია"

არჩილ ჭყოიძე:-"აფხაზებისა და ოსებითვის საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში მიუღებელია"

   "ევრაზიული არჩევანის" ლიდერი არჩილ ჭყოიძე ასოცირების ხელშეკრულებას ეხმიანება და ამბობს:

   -"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში აფხაზეთი და სამაჩაბლო რეფერენდუმს გამოაცხადებენ და რუსეთის ფედერაციას შეუერთდებიან. ოსებთან და აფხაზებთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ვიცით მათი განწყობა. სამაჩაბლოს და აფხაზეთის მოსახლეობა საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების წინააღმდეგია. ისინი საქართველოსთან ყოველგვარ მოლაპარაკებებს შეწყვეტენ, თუ საქართველო რეალურად გაწევრიანდება ევროკავშირში და უფრო მეტიც, გამოაცხადებენ რეფერენდუმს და შეუერთდებიან რუსეთის ფედერაციას. აფხაზებისა და ოსებითვის საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში მიუღებელია"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: