Iverioni
«    ივლისი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
7-07-2014, 18:11
ნანახია: 6976

დავით გიორგობიანი:-

   "გაფრთხილდით, ანტიქრისტე კარების შემოგლეჯას ლამობს!"

 -"ახლა ცხვრების და თხების გარჩევა მიდის, უმრავლესი ადამიანებისა ანტიქრისტეს მესიად მიიღებს, იგი თავიდან კრავის სახით მოვა, შვიდობისმყოფელად მოგვევლინება მესამე მსოფლიო ომის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილ ხალხებს.ვინც ID  ბარათების აღებას არ შეეწინააღმდეგება , ის ჩიპის ჩასმისას ხელში ვეღარ გაწევს დიდ წინააღმდეგობას. როცა უმრავლესობა დაიჩიპება, მაშინ მოვა ანტიქრისტე და აღარ გაუჭირდება ღმერთის როლის თამაში. ერთ წამში შეძლებს ძალაუფლების დემონსტრირებას. ქვეყანა იქნება თუ ადამიანთა დიდი ნაწილი უეცრად შეუძლია გამოთიშოს ჩიპებზე ზემოქმედების გზით. მოკლედ დაიმონებს ყველას იმათ გარდა ვინც თავგანწირულად შეეწინააღმდეგება მას და სულს არ მისცემს დასაღუპავად. ბოლო ჟამს ადამიანები მხოლოდ სწორი აღმსარებლობით თუ იცხოვნებენ სულს რადგან  ვინც ანტიქრისტეს ბეჩედს მიიღებს მას ვერც ლოცვა ვერც მარხვა და ვერც ცრუ მორჩილება ანტიქრისტეს მიმდევარი სამღვდელოებისა ვერ გადაარჩენს...სიყვარულის და თავგანწირვის გარეშე ბოლო ჟამს გადარჩენას ვერავინ შეძლებს."-ამბობს ივერიონთან საუბარში დავით გიორგობიანი.

 

 

ფილმის რეჟისორი დავით ნანობაშვილია, რომელსაც "ივერიონი" უახლოეს მომავალში გააცნობს მკითხველს.

 

   წმინდა მამები კი შთაგვაგონებდნენ:

   ბერი გაბრიელი:

-"ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე,სიკეთე, და სიყვარული გადაარჩენს.სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.გიყვარდეთ ერთმანეთი, საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს, ბოლო ჟამია,თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით,უფალი მოგთხოვთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, ვინც შეინარჩუნებს ის გადარჩება. ანტიქრისტე ყველგან გამეფდება, მხოლოდ საქართველოში ის ტახტს ვერ დაიდგამს.ანტიქრისტეს მომხრეები ქუჩაში გახდილი ივლიან.ქრისტიანები წესიერად ჩაცმულნი იქნებიან და ამით განასხვავებთ ერთმანეთისაგან".

    ღირსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველი

"საჭიროა ფხიზელი და ფრთხილი იყო,რამეთუ ანტიქრისტე უკვე ახლოა. შეხედეთ რაოდენ ბევრია წინასწარმეტყველება ჩვენს უკანასკნელ საუკუნეზე და არც ერთი - მომდევნოზე! იქნებ იმიტომ რომ, მომავალი საუკუნე აღარ დადგება? ჩვენი დრო განსაკუთრებულია... ნუ გაიკვირვებთ,როცა გაიგებთ, რომ ტაძრებში ისე აღარ ლოცულობენ.თავდაპირველად იტყვიან რომ ფსალმუნები აღარ იკითხონ, შემდეგ - ჟამნი,უფალი ითმენს, ითმენს და ბოლოს იფეთქებს! მეორედ მოსვლა შორს აღარაა".