კარლ ბილდტი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება

კარლ ბილდტი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება

   შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი "ტვიტერზე" კიდევ ერთგანცხადებას აქვეყნებს და პრემიერს ეხმაურება.

 

   -"თუ პრემიერ-მინისტრს ევროკავშირში საქართველოს საუკეთესო მეგობრების რჩევების მოსმენა არ სურს, ეს მისი არჩევანია. ჩვენ ამას მხედველობაში მივიღებთ", - წერს ბილდტი "ტვიტერზე".

 

   პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით,ისინი სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემის გამო შეშფოთებას გამოხატავენ. ბილდტის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემის შურისძიების მიზნით გამოყენებით ევროპულ გზას სცდება. ღარიბაშვილი კი მიიჩნევს, რომ ისინი მეგობრული ვალდებულებიდან გამომდინარე სააკაშვილის მიმართ უბრალოდ თანაგრძნობას გამოხატავენ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: