პირობით მსჯავრდებულები მწერალ დათო ტურაშვილს შეხვდნენ

პირობით მსჯავრდებულები მწერალ დათო ტურაშვილს შეხვდნენ

  აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულების მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრა პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. 

  დათო ტურაშვილი პრობაციონერებს წიგნიერებისა და განათლების მნიშვნელობაზე, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებზე, ასევე საკუთარ შემოქმედებაზე ესაუბრა. აუდიტორიის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია მწერლის ბოლო რომანმა "ტყეების მეფე", რომელიც დავით აღმაშენებლის შესახებ ლეგენდების მიხედვითაა შექმნილი და ისტორიული ფაქტების განსხვავებულ ვერსიას გვაცნობს.

  ღონისძიებას პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი დაესწრო, რომელმაც პრობაციონერებს საჩუქრად წიგნები გადასცა.

 პრობაციონერებში განათლებისა და წიგნის მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით, პრობაციის ეროვნული სააგენტო, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქტიურად თანამშრომლობს, რომლის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრები ლიტერატურის სფეროში მოღვაწე გამოჩენილ შემოქმედებთან.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: