შსს-მ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მინდია ჟ. ბათუმში დააკავეს.
   სამართალდამცველებმა მინდია ჟ-ს პირადი ჩხრეკისას 75 აბი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსი" და აბის ნატეხები ამოიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით 0,7243 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: