დავით სერგეენკო: საქართველოში ებოლას არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა!

დავით სერგეენკო: საქართველოში ებოლას არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა!

  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის  დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში ებოლას ვირუსის არცერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული. განცხადება ამის შესახებ  სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

   "ებოლას არცერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული საქართველოში, საბედნიეროდ. ამას ჩვენ მკაცრად ვაკონტროლებთ შესაბამისი ლაბორატორიული სიმძლავრეებით და ვმოქმედებთ ისე, როგორც ამას საერთაშორისო რეგულაციები გვაწვდის.

არის ჩამონათვალი მაღალი რისკის ქვეყნებისა, რომელსაც გამოაკლდა ლიბერია, იმიტომ, რომ იქ აღარ დაფიქსირებულა შემთხვევები, რომლებიდან შემოსულ მოქალაქეებს საზღვრის გადმოკვეთის მომენტიდან ვიყვანთ კონტროლზე და ამისთვის სპეციალური მომზადებული ეპიდემიოლოგები  21 დღის განმავლობაში მათ აკვირდებიან, მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში და  თუ ეს პერიოდი  უსაფრთხოდ გაივლის, შემდეგ შეუძლიათ, კონტროლიდან  მოხსნან",-განაცხადა სერგეენკომ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: