კოტე კუბლაშვილი: ყველამ მოსამართლეს და სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს!

კოტე კუბლაშვილი: ყველამ  მოსამართლეს და სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა  სცეს!

  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის აკაკი მინაშვილის მიერ მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი სატელეფონო შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებით გააკეთა.

  კოტე კუბლაშვილის განცხადება უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურმა გაავრცელა, აღნიშნულ განცხადებას "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ.

  "უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახლავთ აპოლიტიკური ფიგურა და იგი ყოველთვის დაიცავს როგორც მოსამართლის, ასევე სასამართლოს იმიჯს, იმის მიუხედავად, თუ ვინ დგას სასამართლოს იმიჯის შემლახავი განცხადების უკან.  სასამართლო ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ მოსამართლეს და სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან სწორედ სასამართლოს პატივისცემა გახლავთ ის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რომლითაც ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. სასამართლოს მიმართ ნიშნის მოგებით და ცინიკური განცხადებებით საუბარი არ არის დამახასიათებელი სამართლებრივი ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის. ამ მხრივ კი სწორედ იუსტიციის მინისტრი გამოირჩეოდა.
  იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე ჩვენი საზოგადოება უფრო მეტი პატივისცემით და ნდობით განეწყობა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტიტუციის - სასამართლოს მიმართ, - ნათქვამია კოტე კუბლაშვილის განცხადებაში. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: