დავით სერგეენკო: შესაძლოა საქართველოში С ჰეპატიტით დაავადებული 150 ათასი ადამიანი იყოს!

დავით სერგეენკო: შესაძლოა საქართველოში С ჰეპატიტით დაავადებული 150 ათასი ადამიანი იყოს!

 ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ საქართველოში С ჰეპატიტით დაავადებული 150 ათასი ადამიანი იყოს. სერგეენკოს თქმით, 2002 წლის შემდეგ С ჰეპატიტით დავადებულთა სტატისტიკის შესადგენად კვლევა არ ჩატარებულა.


რაც შეეხება ახალი პროგრამით მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხს, ჯანდაცვის მინისტრი ამ ეტაპზე ვერ ასახელებს, თუ რა ეღირება ახალი პროგრამის ფარგლებში წამალი.

"სანამ კონტრაქტს ხელი არ მოეწერება, ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ პირობას გაძლევთ, ისეთი ხელმისაწვდომი იქნება, რომ ფინანსური ბარიერი არავის შეექმნება. რაც შეეხება პროგრამის ამ დროს დაწყებას, ამას რამდენიმე ფაქტორი აქვს. პირველი იყო და არის გამოკვეთილი სახელმწიფო ინტერესი ზოგადად ჯანდაცვისა და ჯანდაცვის პროექტებისადმი. ეს ბოლო ორ წელიწადში ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტია. საქმით რაც დადასტურდა, რაც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა და მწარმოებელმა კომპანიამაც კარგად იცის, ესაა საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების უფასოდ მკურნალობის პროექტი, რაც ძალიან დაფასებულ და ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად იქნა აღებული. მეორე არის სამედიცინო პერსონალის დიაგნოსტიკა, ანუ ანალოგიური პროექტების რა გამოცდილება გვქონდა. აქ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია შიდსის ელიმინაცია, რომელიც 10 წელია, მიმდინარეობს და კიდევ სხვა ფაქტორები", - განაცხადა სერგეენკომ.



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: