თემურ შაშიაშვილი:-"ვთქვი და ვიმეორებ - 15 ნოემბერს მოხდება საქართველოს მტრების ლუსტრაცია"

თემურ შაშიაშვილი:-"ვთქვი და ვიმეორებ - 15 ნოემბერს მოხდება საქართველოს მტრების ლუსტრაცია"

   პარტია "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციას ეხმიანება და დღეს აქტუალურ კითხვას, უნდა მივიდეს თუ არა პრეზიდენტი "ნაცმოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციაზე, რადგან მოქალაქეების ნაწილი მისგან მოქალაქეობრივი ვალის მოხდას მოითხოვს "ივერიონთან" საუბარში პასუხობს:

 

   -"მივა თუ არ მივა პრეზიდენტი აქციაზე, ამით უფრო მეტად იზომება თავად პრეზიდენტი, ვიდრე ეს ხალხისთვის რაიმეს ნიშნავდეს. მე პირადად, უაზრობაში მონაწილეობას  მტერსაც კი არ ვუსურვებ. პრეზიდენტი არმისვლით კიდევ უფრო მეტად გამოხატავს საკუთარ მოქალაქეობრივ პოზიციას, ვიდრე მისვლით. მისვლა მისი პოლიტიკური სამარეა! თუმცა მარგველაშვილის  პოლიტიკურ გაბრწყინებას არც აქციაზე არმისვლა უშველის, ქვეყნის მოსახლეობისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, იცოდეს , რას წარმოადგენს მისი უმაღლესი ხელისუფალნი, ხოლო ეს ამ უკანასკნელთა ქმედებებით იზომება. ვთქვი და ვიმეორებ - 15 ნოემბერს მოხდება საქართველოს მტრების ლუსტრაცია". 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: