"ჩვენ ხელისუფლებას დავანახებთ რა შეგვიძლია. დროულად მოეგონ გონს, თორემ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ამათაც წავლეკავთ"

"ჩვენ ხელისუფლებას დავანახებთ რა შეგვიძლია. დროულად მოეგონ გონს, თორემ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ამათაც წავლეკავთ"

   მოსამართლე შოთა ბიჭიამ კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი დამნაშავედ ცნო სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხის მოწყობასა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნაში.

   ბრალდებულ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდნენ არც პროკურორები.

   მოსამართლის გადწყვეტილებას თბილისში, პარლამენტის წინ ემზარ კვიციანის მომხრეები ელოდნენ, რა იქნება აქციის მონაწილეთა შემდეგი ნაბიჯი, ამის გასაგებად      "ივერიონი" აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელს, ზვიად ტომარაძეს დაუკავშირდა.

   -"მოსამართლემ აბსოლუტურად არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, აქცია არ დაიშლება, გაგრძელდება. ახლა აქ იმყოფება ნორა კვიციანიც და დღეს აქციის მონაწილეთა ნაწილი შიმშილობას დაიწყებს"-აღნიშნა ზვიად ტომარაძემ, შემდეგ კი, კვიციანის მომხრეებმა პირველ პრესკლუბში ბრიფინგი გამართეს, საიდანაც ცნობლი გახდა, რომ შიმშილობას "მებრძოლ პატრიოტთა კავშირის" თავმჯდომარე ემზარ ქვარიანი, ორგანიზაცია "ომი და მშვიდობა" თავმჯდომარე ირაკლი ლომიძე და მიხეილ ცილიკიშვილი დაიწყებენ. მათი თქმით შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე ემზარ კვიციანი პატიმრობიდან არ გათავისუფლდება. 

   - "სანამ ემზარ კვიციანი არ გათავისუფლდება, იქამდე ვიშიმშილებთ. იმედია, ჩვენ სხვებიც შემოგვიერთდებიან. ან ემზარ კვიციანს გაათავისუფლებენ, ან არა და ამ ამბავს შევეწირებით, შიმშილობას ვგულისხმობ. ჩვენ ხელისუფლებას დავანახებთ რა შეგვიძლია. დროულად მოეგონ გონს, თორემ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ამათაც წავლეკავთ", - განაცხადა ლომიძემ. 

 

    "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ, როგორც კვიციანის მხარდამჭერმა  აღნიშნა, რომ "ქართული ოცნებაც" ისეთივე ანტიეროვნულ პოლიტიკას ატარებს, როგორსაც "ნაციონალური მოძრაობა" ატარებდა.

 

   ემზარ კვიციანისთვის 12 წლის მისჯას ეხმიანება ვლადიმერ კიკნაძე და წერს:

 

   -"დღეს ემზარ კვიციანისათვის, სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ამ მართლაც რაინდი ქართველისათვის სამარცხვინო, საზარელი განაჩენის გამოტანით – კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩემს (ჩვენს) ქვეყანაში დღესაც ბოგინობენ და ზეობენ "ნაცების" სატანისტთა სექტის წევრი სახელშეცვლილი ჭინკები, რომლებიც ხელისუფლებად იწოდებიან. შენ რაღა დაგემართა ეკა ბესელიავ?! შე ვითომ "უფლებადამცველო"?! რა იბლუყუნე დღეს და რომელ სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაესობაზე ილაპარაკე ტელევიზიებით? გაძეხით ნაძირლებო?!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: