ვლადიმერ პუტინი: პოლიტიკურ ინტრიგებში ჩართვას არ ვაპირებთ!

ვლადიმერ პუტინი: პოლიტიკურ ინტრიგებში ჩართვას არ ვაპირებთ!

 "ჩვენ არავის ვემუქრებით და არ ვაპირებთ ჩავერთოთ პოლიტიკურ თამაშებსა და ინტრიგებში, მითუმეტეს კონფლიქტში". განცხადება ამის შესახებ  ვლადიმერ პუტინმა  შეიარაღებული ძალების განვიტარების საკითხისადმი თათბირზე საუბრისას გააკეთა.


"ჩვენ არავის ვემუქრებით და არ ვაპირებთ ჩავერიოთ რაღაც პოლიტიკურ თამაშებსა და ინტრიგებში, მით უმეტეს კონფლიქტებში, როგორც არ უნდა ეცადონ ჩვენს ჩათრევას", - განაცხადა პუტინმა.


 პუტინმა რუსეთისა და მისი მოკავშირეების სუვერენიტეტისა და მთლიანობის საიმედო დაცვის უზრუნველყოფის შესახებაც ისაუბრა.


"განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ კომპლექსური მიდგომის აუცილებლობას და სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანოს გაერთიანებას ქვეყნის თავდაცვის სფეროში ამოცანების გადაწყვეტისას", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: