ალექსანდრე ახალკაცი:-"რკინიგზელთა გაფიცვა გიგა ბოკერიას მიერ ხელოვნურად არის მართული"

ალექსანდრე ახალკაცი:-"რკინიგზელთა გაფიცვა გიგა ბოკერიას მიერ ხელოვნურად არის მართული"

  არასამთავრობოთა კოალიცია "უფლებადამცველის" წარმომადგენელი ალექსანდრე ახალკაცი რკინიგზელთა გაფიცვასთან დაკავშირებით "ივერიონის" პრესკლუბში საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
-"4 დღის წინ გვქონდა რკინიგზის ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედა, სადაც გაცეცანით იმ პრიორიტეტებს, რომელიც მართლაც რომ საჭიროა შემდეგომი განვითარებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ რკინიგზის ბიუჯეტი 25 მილიონი ლარით გაიზარდა და ეს თანხა არ წასულა მენეჯმენტზე.
ეს პროცესები იმართება "ნაციონალური მოძრაობის", კერძოდ კი გიგა ბოკერია მიერ და ეს ხელს უშლის რკინიგზელებსა და ხელმძრვანელებს შორის საუბარს. ეს პროცესები არის ხელოვნურად მართული.
დღეს, როცა რკინიგზას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისათვის, ბლოკადა გამოიწვევს საკმაოდ მძიმე შედეგებს. როცა ეს პროცესები იმართება გარედან, რკინიგზელთა მოთხოვნებს ჩრდილი ადგებათ.
ჩვენი კოალიცია მზად არის თითოეული მათგანის მოთხოვნა მიიტანოს ხელმძღვანელობამდე".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: