„ჩაიდეთ ჯიბეში მანდატები და წადით პოლიტიკიდან!“ _ მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „ქართული ოცნებიდან“ ქ-ნმა მანანა კობახიძემ კოლეგა _ „ნაციონალებს“ და თავიანთი „საქმენი საგმირონიც“ შეახსენა.
არ მინდა მე ისეთი დემოკრატია, მოძალადეებთან პოლიტიკურ კოჰაბიტაციას (თანაცხოვრებას) რომ მაიძულებს!. არ მინდა მე ისეთი დემოკრატია, რომელიც ჩემს იდენტობაზე და საუკუნეების მანძილზე გამოძერწილ ტრადიციებზე ხელს ამაღებინებს და ლესბოსელების და ჰომოსექსუალების საზეიმო მარშთან შეგუებას დამავალდებულებს.
თანდათან ვრწმუნდები იმაში, რომ ივანიშვილი პასუხისმგებლობას გაურბის და ცდილობს სიტუაციას "ბუნებრივად" გაერიდოს! როგორც ადრე ვწერდი, მას ამის საშუალებას პირადად მისთვის "ნაციონალურ კონსტიტუციაში" ჩაწერილი სპეციალური მუხლიც აძლევს, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეს მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას 2014 წლის იანვრიდან უზღუდავს.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტიტტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გია ჟორჟოლიანის ინიციატივასთან დაკავშირებით (პრეზიდენტის საიმპიჩმენტო პროცედურის დაწყება) განმარტებას აკეთებს და გვარწმუნებს, რომ ეს დროში გაწელილი და არარეალური პროცედურაა.
არსებობს ასეთი გამოთქმა: როგორც მოსვლით გამახარე, ისე წასვლით გამახარეო! ივანიშვილის ქართულ (და არა მარტო ქართულ) პოლიტიკაში შემოსვლას გაოგნებული შეხვდა „ნაციონალური“ რეჟიმისგან გატანჯულ-დაბეჩავებული საზოგადოება.
ამდენი იურისტები ხართ ქვეყანაში და ამდენი კონსტიტუციონალისტები, გულდასმით წაიკითხეთ საქართველოს კონსტიტუცია და აგვიხსენით, სად რა ნაღმია ჩადებული, თორემ, ხომ ხედავთ ღია კარების მტვრევა გამოგვდის.
როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ უახლოეს პერიოდში პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. პრემიერმა უცხოური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ღიად დააფიქსირა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ ხელისუფლებიდან წასვლას აპირებს.
იუსტიციის მინისტრმა, ქალბატონმა თეა წულუკიანმა „ნაციონალები“ „ჩაუშვა“ და გაგვიმხილა, რომ „ნაცებს“ თავიანთი მზაკვრული ჩანაფიქრი თითქმის სისრულეში ჰქონიათ მოყვანილი _ ათიათასობით ელექტრონულ ID ბარათებში, თურმე, სატანური ციფრი _ სამი ექვსიანი (666) აღმოაჩინეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, ავღანეთში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ და დაიჭრნენ. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს. უფალმა სასუფეველში ამყოფოს მათი სულები.
მოკლედ, „ნაცებს“ მაგარი ჟიმჟიმი აქვთ. წარსულში მათი „ხერხემლის“-ყოვლისშემძლე ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებამ გუნდში დიდი აჟიოტაჟი შეიტანა.
დღეს ქართველმა ერმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა-გეი-აღლუმი არ შედგა და ჩვენც ღვთის რისხვას გადავურჩით!
მან ჩემს კოლეგებს (თუმცა, ვერ ვხვდები ვის აქვს დღეს საქართველოში ჟურნალისტის კომპეტენცია და ზოგადად ჟურნალისტის სახელის ტარების უფლება) კანონიერად უსაყვედურა, რომ ისინი ყველაფერზე სვამენ კითხვას, ყველას უფლებების "დაცვას" ცდილობენ, მაგრამ ყოველთვის განზე რჩებათ საქართველ
ოს ინტერესები.
ქართულ მედია-საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის რეჟიმია "ხერხემალი" ვანო მერაბიშვილი საკუთარი "პატრონის" ლიკვიდაციას გეგმავდა და ამისთვის მზაკვრული გეგმაც ჰქონდა მოფიქრებული _ მიშას ტერაქტის ინსცენირება უნდა გაეკეთებინა.
"კოალიციის ლიდერს უფლება აქვს ნებისმიერ ჩვენგანს მისცეს შენიშნვა, თუ ამას ვიმსახურებთ!" _ ეს სიტყვები დღევანდელ იუსტიციის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს ეკუთვნის.
სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი გააქტიურება საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ის კარგად იყენებს სოციალურ ქსელებს და ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ეხმაურება. საუბრის სტილი უცვლელია _ მარტივი და პირდაპირი, განსაკუთრებით არ წყალობს "ნაციონალებს".