"სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენი ერი დიქტატურის პირობებში ან რამდენიმე კაცის ჭკუაზე ცხოვრობდეს.
2007 წლის შემდეგ აშშ-ის ოფიციოზი ეკვატორული გვინეის სახიფათოდ გარყვნილი პრეზიდენტობის რიგში მდგარი პირის აღვირახსნილი კორუფციის დეტალებს იძიებს. თუმცა ამ კუთხით ის შორს არ წასულა.
სამეგრელო-ზემო სავანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა დღეს გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს.
რამდენიმე დღის წინათ, აჭარელმა ბიზნესმენმა, სერგო ბერიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. იგი დარწმუნებულია, რომ მერაბიშვილს მალე სასამართლოში შეხვდება.
კოალიცია "ქართულ ოცნების" გამარჯვება, როგორც ამბობენ, წინა ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუებამ გამოიწვია, რასაც თან ახლდა ბიძინა ივანიშვილის მაღალი რეიტინგი, რომლის სახელი ქართულ საზოგადებაში ლეგენდებთან ასოცირდებოდა და უფრო ზღაპრის კეთილი გმირის პერსონაჟს განასახიერებდა, ვიდრე რეალურად არსებულ მსხვილ ბიზნესმენს, თუ მეცენატს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჟურნალისტებისთვის ორდღიან ტრენინგს ატარებს თემაზე: „ადამიანის უფლებები“.
ღაზას სექტორში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ისრაელმა მედიასაშუალებების ობიექტები დაბომბა. დაშავებულებს შორის ჟურნალისტები არიან.
კლინიკა "გლობალმედის" 19-21 ნოემბერს ინდოეთის კლინიკის პროფესორთა წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა.
ხვალ, 19 ნოემბერს, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში გაიმართება დოკუმენტური ფილმის ჩვენება სახელწოდებით ,,ასე ფიქრობენ ბავშვები".
ფიზიკის მასწავლებლები კვალიფიკაციის ასამაღლებლად ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში "ცერნში" გაემგზავრებიან .
"ახალგაზრდა სტომატოლოგთა სამეცნიერო ფედერაცია" სტუდენტებს ფასდაკლების ორ პაკეტს სთავაზობს. ახალი ფასდაკლებით სტუდენტებს შეუძლიათ მკურნალობის "გაიღიმეთ თავისუფლად" ან "ღიმილი +" პაკეტი აირჩიონ.
კონსტიტუციის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს, დათა ახალაის ბრალს ხვალ, სავარაუდოდ, დაუსწრებლად წაუყენებენ. პროკურატურის ინფორმაციით, იგი საქართველოში არ იმყოფება.