როგორც ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბრისას მანანა კობახიძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს უნდა გადაეცეს ის 80 მილიონი, რომელიც მას ჯარიმის სახით უკანონოდ გადაახდევინეს. "ამით ჩვენ სამართლიანობას აღვადგენთ", _ განაცხადა კობახიძემ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის შს მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტი დღეიდან ლევან შონიამ ჩაიბარა. ამის შესახებ დღეს საღამოს გახდა ცნობილი.
ხვალ ამერიკა პრეზიდენტს აირჩევს. ბოლო გამოკითხვების თანახმად, ბარაკ ობამასაც და მით რომნისაც ამომრჩეველთა თითქმის თანაბარი რაოდენობა უჭერს მხარს.
"ამ ხნის განმავლობაში იმდენი რამ გავიგე საკუთარ თავზე, კინაღამ დავიჯერე", – განაცხადა "რუსთავი 2"-თან საუბრისას ბაჩო ახალაიამ.
შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, მოადგილეები, ასევე რაიონული სამმართველოების უფროსები და მოადგილეები თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.
დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფელში მესამე წელია სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები სარიტუალო დარბაზის მოსაწყობად იხარჯება. ამ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
დღეს კასპის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი კასპის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და 2012 წლის კასპის ბიუჯეტის შესრულებით დაინტერესდა.
ამ რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მოადგილე გია ქავთარაძე თანამდებობიდან გადადგა.
მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობის მოგავრების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დანიშნა, საზოგადოების მოლოდინი მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით, გაიზარდა.
როგორც "ივერიონს" სახლხო კრების ერთ-ერთი ლიდერმა, ლაშა ამირეჯიბმა განუცხადა ახალციხის რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ ვეფხია მაღრაძე დანიშნეს, რომელიც ახალაიების გუნდის წევრი იყო და ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს უმიზეზოდ იჭერდა.
ერთმა ჩემმა ახლობელმა, რომელიც სპეცსამსახურებში მუშაობდა და უშუალოდ სატელეფონო მოსმენებზე იყო გამწესებული, მასწავლა, თუ როგორ გამოვიცნო, როცა შენს საუბარს ისმენენ. ცხადია, დასამალი არაფერი მაქვს, მაგრამ ცოტა არ იყოს, დისკომფორტს გიქმნის, როცა იცი, რომ გისმენენ!
არასამთავრობო ორგანიაზია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" საქართველოს პარლამენტს იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას სთხოვენ, რომელთაც ეს სტატუსი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აქვთ მინიჭებული.
ქართველი ფოტოგრაფები, ჯაშუშობაში ბრალდებულები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე "ჯაშუშების გამოფენისთვის" ემზადებიან.