ქსნის მე-15 დაწესებულებაში მოშიმშილე მძიმედ დაავადებულმა პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსს" ავრცელებს.
პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის 10-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.
საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით, 18-ის წინააღმდეგ სახალხო დამცველის პოსტზე უჩა ნანუაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა.
8 და 9 დეკემბერს ალექსამდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ქორეოგრაფების მარიამ ალექსიძისა და საშა ევტიმოვას (მაკედონია) ერთმოქმედებიანი ბალეტების პრემიერა.
დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია.
თეა თუთბერიძე დღეს შსს საგამოძიებო დეპარტამენტში იმყოფებოდა. ის საკუთარ გულისტკივილს ვერ მალავდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკითხვაზე დაბარების გამო.
უკრაინის გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ბატკივშჩინამ“ 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატად იულია ტიმოშენკო წარადგინა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და ცნობილი ქარტველი პოეტის რეზო ამაშუკელის ინიციტივით უკვე დარეგისტრირდა საერთო-სახალხო მოძრობა „ლაზარე“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების დონეზე რეორგანიზაციას განახორციელებს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, მერაბიშვილმა ყველა შეკითხვას ამომწურავად გასცა პასუხი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიები სამსახურში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის 5 საათიანი დაკითხვა დასრულდა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების ნაკისრი მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულების კომიტეტის თანამომხსენებელს ბორის ცილევიჩსა და კომიტეტის მდივანს ბას კლეინს შეხვდა.
„აღმოჩნდა, რომ ალტერნატიული, უკანონო პასპორტები შსს-ში ჩვეულებრივი მოვლენა იყო",- აცხადებს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე ზაზა გაბუნნია.