ამ წუთებში ბუტა რობაქიძის მკველელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი მოწმის გიორგი ქურდაძის დაკითხვა მიმდინარეობს.
გადაწყვეტილება საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის გადატანის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ყრილობაზე მიიღეს.
კულუარული ინფორმაციით, ენერგეტიკის ახალი მინისტრი კახი კალაძე არც ერთი დიდი ჰესის მშენებლობის შეჩერებას არ აპირებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ავღანეთში დასრულდა. ვიზიტის მიზანი ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართული სამხედრო კონტინგენტის მონახულება იყო.
"ევროკავშირთან 2013 წელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, მართლაც შესაძლებელია, ხოლო ასოცირებაზე ვერაფერს გეტყვით", - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ "ივერიონთან" საუბრისას განაცხადა.
მალე თურქეთი მსოფლიოს თვითმფრინავებით მოამარაგებს. თურქული თვითმფრინავების წარმოება 2014 წლიდან დაიწყება და მისი სახელწოდება "თურქული ფრინველი" იქნება.
თბილისის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციების – "ქრისტიან-დემოკრატების", "ქართული ოცნება – თბილისის" და "თავისუფლების" გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომლებზეც მიწვეულები იყვნენ "გუდაურის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელები და ფონდის კონტრაქტორი ფირმის ხელმძღვანელები.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ქეთრინ ეშტონმა საქართველოს მონაწილეობაზე საერთაშორისო მისიებში, ასევე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა.
დღეს თბილისს ევროკავშირის მთავარი კომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონი ეწვია.
ახალი ხელისუფლების გავლენა რეგიონებამდე, ჯერჯერობით, ვერ აღწევს, ყოველშემთხევევაში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.
შემოსავლების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაბა ებანოიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით არის დაბარებული, თუმცა, რა საკითხთან დაკავშირებით, უცნობია.