ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორს სტეფენ ჰაიკინს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგო ბიუროს ხელმძღვანელს დენიელ სტეინს დღეს შეხვდა.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, ფილიპ დიმიტროვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
უკვე 5 საათია მედიაკავშირ "ობიექტივის" თანადამფუძნებელი ირმა ინაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა კასპის საკრებულოს წევრი და, ამავე დროს, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი გრიგოლ გოცირიძე დააკავეს.
დიდი ხნის ლოდის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტისა და თსუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, 11 დეკემბერს 18:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში ყველასათვის საყვარელი ჯგუფის "ფრანის" კონცერტი გაიმართება.
აფრასიძეების ოჯახის ადვოკატის მალხაზ ჯანგირაშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირობებში აფრასიძეების საქმის გამოძიება დაწყებულია.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კონფერენციის „კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნების განმტკიცება ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში" მუშაობაში მონაწილეობს, რომელიც დღეს პარიზში გაიხსნა.
საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას ბიზნესმენთა დაყაჩაღების რამდენიმე სქემა ჰქონდა შემუშავებული და მათ წარმატებითაც იყენებდა. ერთ-ერთი სქემით, იმ კამპანიაში, რომელსაც "ნაციონალური" ბოსები თვალს დაადგამდნენ, ფინანსური პოლიცია შედიოდა, უსაფუძვლოდ უზარმაზრ ჯარიმას დააკისრებდა.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა 2013 წლიდან თანამშრომელთა მასობრივ შემცირებას აპირებს.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე მათი ოჯახის წევრი დოდო აფრასიძე დაიბარეს.
რეგიონული განვითარების სამინისტროში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ინიტა პაულოვიჩას მიიღებს.