„ნიუ ენერჯი“ გაკოტრების რეჟიმში გადადის. ის სახელმწიფო დაკვეთების შემსრულებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა და მილიონობით ლარის დავალიანების ფონზე ათეულობთ ტენდერის გამარჯვებულია. ამ ეტაპზე ყველა პროექტი შეჩერებულია.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
Foreign Polic-ში გამოქვეყნებული წერილი, რომლის ავტორებიც ამერიკელი სენატორები არიან, დღეს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეაფასეს.
ბრიუსელში აცხადებენ, რომ თუ სერბეთი და კოსოვო ერთმანეთთან საერთო ენას გამონახავენ, ევროკავშირის კარი მათთვის ღია იქნება.
15 დეკემბერს , 16:00 საათზე, რუსთაველის 52-ში, ძველი საბაგიროს შენობაში Red Bull Doodle Art–"ჯღაბნის ხელოვნების" კონკურსის შედეგად შერჩეული 100 საუკეთესო ნაჯღაბნის გამოფენა გაიმართება.
დღეს საქართველოს შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ივ როსიე ესტუმრა.
„შეხვედრა, რომელიც პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის შედგა, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ხელმძღვანელმა ალექსანდრე რონდელმა ИА REGNUM-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ზამბიის ფეხბურთის ფედერაცია კალენდარულ წელიწადში გატანილი გოლების რაოდენობით ლიონელ მესის მსოფლიო რეკორდს არ აღიარებს.
უცხოური გამოცემა "ფორინ პოლისმა" ამერიკელი სენატორების ჯინ შეინის, ჯო ლიბერმენის, ჯეიმს რიშის, ლინსდი გრეჰემის და ქართველებისთვის განსაკუთრებით "გამორჩეული" ჯონ მაკკეინის წერილი გამოაქვეყნა, სადაც პატივცემული სენატორები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს საყვედურობენ საქართველოში მიმდინარე მოვლენების, განსაკუთრებით "გახშირებული დაჭერების" გამო.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია.
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს. სოციალურად დაუცველები სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ბინის ქირის გადახდაზე უარს აცხადებენ და მუდმივი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
ფრაქციის "ქართული ოცნება – თბილისელები’’ პრეტენზიებს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი გამოეხმაურა და კონკრეტული ციფრებითა და ბიუჯეტში გაწერილი სოციალური პროექტების ჩამონათვალით უპასუხა.