საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გია ჭანტურია თანამდებობიდან გადადგა. მის შესაძლო გადადგომაზე სოციალურ ქსელებში მთელი დღის მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია.
ამერიკისგან თავდაცვითი იარაღის შეძენაზე შეზღუდვის მოხსნას მისასალმებელ და წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყიბულის პოლიციის სამმართველოს დეტექტივებისა და უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული ერეკლე მ., 1989 წელს დაბადებული ვასილ ე. და 1986 წელს დაბადებული თორნიკე ფ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული გიორგი გ. დააკავეს.
გუშინ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მანუჩარ ჯოხაძე საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
სამინისტროს პირობითი მსჯავრის ვადაზე ადრე გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის საკითხთა განმხილველმა მუდმივმოქმედმა კომისიამ 2012 წლის დეკემბერში 744 პრობაციონერზე, მათ შორის 378-ქალისა და 34-არასრულწლოვანის პრობაციის ბიუროებიდან შემოსული შუამდგომლობები დააკმაყოფილა.
მუსიკას დიდი ადგილი უჭირავს თითოეული ჩენგანის ცხოვრებაში. მუსიკა - ეს არის განწყობა, სიამოვნება, სიხარული...
თემაზე „ხარისხის განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების სექტორში“ ევროკავშირისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
„როლინგ სტოუნის“ სოლისტის მიკ ჯაგერის წერილები, რომლებიც მან ამერიკელ მომღერალ მარშა ჰანტს მისწერა, „Sotheby“-ის აუქციონზე გაიყიდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ჩატარდა უანგარო დონორობის მხარდამჭერი აქცია.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ვილფრედ მარტენსის პირადი მიწვევით, ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ესწრება.
დუშეთის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის 1975 წელს დაბადებული არკადი ხ. დააკავეს.
ინტერნეტ-რესურს WikiLeaks-ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა, რომელიც ამჟამად ლონდონში ეკვადორის საელჩოში იმალება, განაცხადა, რომ მზადაა ავსტრალიის სენატში მოსახვედრად პარტიათა კონკურენციაში ჩაებას.